ბარცხანის დასახლებაში ასფალტობეტონის დაგება გრძელდება. სამუშაოები ჭიჭინაძის ქუჩაზე უკვე დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხი და შეაიცვალა გარე განათება. ბარცხანის 18 ქუჩის კეთილმოწყობისთვის 4 მილიონ 4 ათასი ლარია გათვალიწინებული. ქუჩების რეაბილიტაცია 2018 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.