“გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე“- ამ სახელწოდების სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში. უანგაროდ გაღებული სისხლი ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება. აქციაში მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, რესურსცენტრის თანამშრომლები და პედაგოგები მონაწილეობდნენ. ხელვაჩაურის პარალელურად აქცია შუახევის მუნიციპალიტეტშიც ჩატარდა.