საქართველოს განათლების მინისტრის შეფასება

18 სექტემბერი 2017, 00:00 3558 ნახვა

შუახევის სკოლის მასწავლებლის და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს ალექსანდრე ჯეჯელავა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამბობს, რომ სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა დაუმტკიცდება . "სკოლის მოსწავლეების ჩართვა ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობაში დაუშვებელია, ეს დარღვევაა. აღნიშნული სკოლის მასწავლებლებმა და დირექტორმა ეს კარგად იციან. ვიკვლევთ რა მოხდა რეალურად" ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.  

პოლიტიკურ პროცესებში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა მიუღებლად მიაჩნია  პარლამენტის თავმჯდომარეს.  

http://ajaratv.ge/news/ge/20242/pirvelklaselebi-%EF%BF%BDqartuli.html.html

ამავე კატეგორიაში