რამდენიმე წუთის წინ, ზუბალაშვილისა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში საცხოვრებელი სახლიდან კაცი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს მოტეხილობები აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კაცს სადარბაზოში ფეხი დაუცდა და გადმოვარდა. უწყების წარმომადგენელთა თქმით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.