ენმ-ს განცხადება

18 სექტემბერი 2017, 00:00 2641 ნახვა

შუახევის სკოლაში სააგიტაციო მასალის გამოყენების ფაქტზე “ნაციონალური მოძრაობა” აჭარის განათლების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის  დაყენებას ითხოვს.  ოპოზიცია  წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს  და აუდიტის სამსახურს,  ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს დარღვევის ფაქტები შეისწავლოს. საუბარია სხეფის საჯარო სკოლაში დაფიქსირებულ ფაქტზე. 

ოპოზიციის მტკიცებით, მოსწავლეებს “ქართული ოცნების”  დროშები დაურიგეს, რაც ფოტო მასალაშიცაა ასახული. გარდა ამისა აჭარის განათლების მინისტრი აჭარაში მერობის კანდიდატების წარდგენის  ღონისძიებაზე იმყოფებოდა.  ოპოზიციაში აცხადებენ,  რომ  აჭარის უმაღლესი საბჭოს, ფინანსთა სამინისტროს და ზურაბ პატარაძის ოფიციალურ გვერდებზე წინასაარჩევნო კამპანიის პიარი მიმდინარეობს, რაზეც ბიუჯეტის  თანხა იხარჯება.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი