სოფლის მეურნეობის მინისტრად ავთანდილ მესხიძე დაინიშნა. ის 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე აღნიშნულ უწყებაში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. დანიშვნის ბრძანებას ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მოაწერა.
ავთანდილ მესხიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელია.
თანამდებობა ვაკანტური სოფლის მეურნეობის მინისტრის ლაშა კომახიძის გადადგომის შემდეგ გახდა. ის "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატია.