გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს

22 სექტემბერი 2025, 10:10 84 ნახვა

მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები და სიტყვით გამოსვლა გაეროში - საქართველოს პრეზიდენტი  ნიუ-იორკშია, მიხეილ ყაველაშვილი  გაეროს გენერალურ  ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. დებატები ხვალ იხსნება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში მსოფლიო ლიდერები შეიკრიბებიან. მიხეილ ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნიდან დააფიქსირებს საქართველოს პოზიციას იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანამ ბოლო პერიოდში გადადგა; საუბარი შეეხება რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებსაც. 

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში,  როგორც უკვე გითხარით დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც - მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან.

ყაველაშვილი დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში