ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროზე დარეგისტრირდება

22 სექტემბერი 2025, 11:16 91 ნახვა

კორუფციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება. თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს მაშინ კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ პერიოდში, შესაბამისი პირი ვალდებული იქნება, ანტიკორუფციულ ბიუროს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ყოველწლიურად წარუდგინოს.

მმართველი გუნდის შეფასებით, ინიციატივა მითვისებული ქონების ლეგალიზებას, სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში