თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა დღეს ნუცუბიძის პლატოს, მთაწმინდის და ავჭალის ამომრჩეველს შეხვდა. კუკავამ ამომრჩეველს გააცნო "თავისუფალი საქართველოს" საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები: საბანკო კრიზისის მოგვარება, ქალაქში უკონტროლო მშენებლობის შეწყვეტა, მონოპოლიური ფასების გაუქმება და ასე შემდეგ. თბილისის მერობის კანდიდატი შეხვედრებს დედაქალაქის სხვა უბნებში გააგრძელებს