საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი დღეს 19:00 საათზე, ბათუმში აჭარის მერობის კანდიდატებს წარადგენს.
ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე იბრძოლებს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე მუშაობდა.
ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძეა, რომელიც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო.
ხელვაჩაური მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძეა. ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.
ქედაში ლევან გორგილაძე დასახელდება, რომელიც ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის დირექტორად მუშაობს. ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
„ქართული ოცნებიდან'' შუახევის მერობის კანდიდატი ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ფრიდონ ფუტკარაძე იქნება, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა ივლისის ბოლოს დატოვა.
ხულოს მუნიციპალიტეტში კი გოჩა მელაძე დასახელდება, რომელიც კურორტ ''გოდერძის'' დირექტორის მოადგილე იყო. მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 7 სექტემბერს დაწერა.
თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.