საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორსაათიანი მსჯელობის მიუხედავად გადაწყვეტილი არაა, თუ რა გეგმის მიხედვით მოხდება აქტიურ ტურისტულ სეზონზე ქალაქში მოძრაობის განტვირთვაა. ერთ-ერთ ვარიანტად გორგილაძის ქუჩაზე ცალმხრივად მოძრაობის დაშვება განიხილება. თუმცა სამუშაო ჯგუფის წევრების ნაწილს მიაჩნიათ, რომ კვლევების ჩატარების გარეშე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ნაკლებ ეფექტური იქნება.