მაჭახლის ხეობის მცხოვრებთა პროტესტი

14 ივნისი 2016, 00:00 3868 ნახვა

მაჭახლის ხეობაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივები კომპენსაციის მიღებასთან ერთად სხვა მოთხოვნებსაც ასახელებენ, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.მოსახლეობის ინფორმაციით, აქციების ფონზე ჰესის მშენებლო შეჩერებულია და თურქული კომპანია "აჭარა ენერჯი'' 2007-ის წარმომადგენლები ადგილზე არ გამოჩენილან. მოსახლეობა საკითხზე სასაუბროდ ჰესის მშენებელ კომპანიასთან და რეგიონის მთავრობის წევრებთან ერთობლივ შეხვედრას ითხოვს. შეგახსენებთ საპროტესტო აქცია მოსახლეობამ გუშინაც გამართა. მათ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში უპასუხეს. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივებს, რომელთა მიწის ნაკვეთები საკუთრებაში აქვთ, კომპენსაცია უახლოეს მომავალში გადაეცემათ.

ამავე კატეგორიაში