ბათუმში მალე ახალი სკოლა აშენდება

11 სექტემბერი 2017, 00:00 3858 ნახვა

ბათუმში მალე ახალი სკოლა აშენდება - ამის შესახებ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა. ინგა შამილიშვილის ინფორმაციით, ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით ქალაქის მერიასათან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სასწავლო დაწესებულება 1200 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. მინისტრის თქმით, ცენტრალურ უბნებში მოსწავლეთა დიდი კონტიგენტია, ახალი სკოლის გახსნა კი სიტუაციას განტვირთავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში