ბსუ-ში სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს დაიწყება

11 სექტემბერი 2017, 00:00 4016 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს დაიწყება. უმაღლეს სასწავლებელში  სარემოტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ადმინისტრაციამ სწავლის განახლების თარიღი შეცვალა.
 რეგიონში მოქმედ სხვა სასწავლო დაწესებულებებში კი სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. რამდენიმე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ, ინგა შამილიშვილის  განცხადებით, ხულოს მუნიციპალიტეტში წელს სკოლების რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. 
საკითხეზე აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე ისაუბრეს.  

 
ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი