ტურნირი კალათბურთში-საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ფედერაცია 16-18 წლის ასაკის მოზარდებს შორის კალათბურთის ტურნირს ატარებს. პროექტის ფარგლებში გუშინ მოზარდები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრენ, დღეს კი ძალებს ეზოს კალათბურთში ცდიან. ტურნირი თელავიდან დაიწყო და ის ბათუმიდან ზუგდიდში გადაინაცვლებს.