ქედაში ამომრჩეველთა სიებს აზუსტებენ

10 სექტემბერი 2017, 00:00 2614 ნახვა

ქედაში, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების დაზუსტება მიმდინარეობს. მათი რაოდენობა 15 ათას 632-ს შეადგენს და წინა არჩევნებისგან განსხვავებით 35-ით შემცირდა.

ქედის #80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით ეს ციფრი არჩევნებამდე შესაძლოა კიდევ შეიცვალოს. ალი ნაკაშიძე  ამომრჩევლებს მიმართავს, რომ საარჩევნო სიები დროულად გადაამოწმონ და იმ შემთხვევაში თუ სიაში საკუთარ თავს ვერ იპოვიან, ოლქს მიმართონ. საარჩევნო სიაში ცვლილებების შეტანა არჩევნებამდე 18 დღით ადრე დასრულდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში