საქართველოს პრეზიდენტი გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა კურსდამთავრებულებს მადლობა გადაუხადა.
ფიცი თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84-მა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 6-მა კურსდამთავრებულმა დადო.