საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იუსტიციის მინისტრს პასუხობს

14 ივნისი 2016, 00:00 2943 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრმა იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ქეთევან ერემაძემ განაცხადა, რომ მინისტრის კრიტიკას არ იზიარებს და მის კოლეგიას გაცილებით ბევრი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ აქვს მიღებული გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს, ვიდრე ამჟამად. ქეთევან ერემაძემ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც კონსტიტუციასთან წინააღმდეგონაში მოდის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია კვლავ კანონით იხელმძღვანელებს, თუნდაც ეს ვინმემ მიკერძოებულად ჩათვალოს. შეგახსენებთ, გუშინ იუსტიციის მინისტრმა საკონსტიტუციო სასმამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სასამართლო საქმეების განხილვასთან დაკავშირებით რიგითობის პრინციპს არღვევს. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი