პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების პროგრამა დასრულდა. 29 წარმატებული მონაწილე პროკურორისა და გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნენ. სტაჟირების პროგრამა მიმდინარე წელს 58-მა მსურველმა გაიარა.
პროგრამის მონაწილეები პრაქტიკული კურსის განმავლობაში სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ. ირაკლი შოთაძის განცხადებით, უწყებაში სტაჟირებები მომავალიც გაგრძელდება.