,,ქართული ოცნება

04 სექტემბერი 2017, 00:00 3311 ნახვა

ხელვაჩაურის 83-ე საარჩევნო ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა დაკომპლექტდა. კომისიამ 349 განაცხადიდან, 276 დააკმაყოფილა. სხდომას კომისიის 13 წევრიდან 10 ესწრებოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. თემურ დუმბაძის თქმით, ,,ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის წინასწარ ემზადება. მისივე განცხადებით,  კანდიდატებად ოცნების აქტივისტები იყვნენ დასახელებულნი. „ კომისიამ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. ერთ საათში საუბნო სარჩელი კომისიის წევრები ისე დაამტკიცეს, რომ არანაირი განხილვა არ ჰქონიათ. ვისთვის უნდა მიეცათ ხმა, ეს წინასწარ იცოდნენ.

 ხელვაჩაურის 83- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ომარ ვარშანიძე ადასტურებს, რომ  შემოტანილ განცხადებებს 30 აგვისტოდან სწავლობდნენ. სწორედ ამიტომ, სხდომაზე საკითხი კიდევ ერთხელ განხილვას აღარ საჭიროებდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი