ბათუმის თეატრმა კომედიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

13 ივნისი 2016, 00:00 3232 ნახვა

„დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში”_ამ სახელწოდებით კომედიის ფესტივალი გორის ერისთავის სახელობის თეატრში მიმდინარეობს. ფესტივალზე ბათუმის დრამატული თეატრი სპექტაკლით "მსუქანი ბიჭი ნატურმორტში" წარსდგა. ორ მოქმედებიანი პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი იონ საპდარუა. კომედიის ფესტივალი გორში  წელს  საერთაშორისო გახდა, მასში პოლონეთის, უკრაინის და ბულგარეთის თეატრალური დასები მონაწილეობენ. კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწყო და დღეს რუსთაველის თეატრის სპექტაკლით „განსისხებული მამაკაცით“ დაიხურება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი