კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

01 სექტემბერი 2017, 00:00 1655 ნახვა

ხვალ ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi  Music Fest​-ი გაიხსნება. ღონისძიებაში ფრანგი კომპოზიტორი მიშელ სონი მონაწილეობს, მუსიკოსი ბათუმში დღეს ჩამოფრინდა. მას საერთაშორისო აეროპორტში, ფესტივალის ორგანიზატორი, ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე დახვდა.

ფრანგი კომპოზიტორი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისთვის მასტერ - კლასებს ჩაატარებს. მისი მონაწილეობით კი დასკვნითი კონცერტი 8 სექტემბერს გაიმართება. 2-დან 8 სექტემბრის ჩათვლით კონცერტები სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება. 

ამავე კატეგორიაში