დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

01 სექტემბერი 2017, 00:00 2272 ნახვა

საზოგადოება განაჩენის მოლოდინში. ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. ადვოკატები გამამართლებელ, პროკურორები კი გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას ელიან. საუკუნის სკანდალური საქმის ბოლო სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვა დაცვის მხარემ და თავად ბრალდებულმა წარმოთქვეს. რაზე ისაუბრა დეკანოზმა დახურულ სხდომაზე? ნათია კოპალიანს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში, თბილისიდან, ზუსტად ნახევარ საათში.  

მინისტრი ლაშა კობახიძე ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს. ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ თუმცა კანდიდატობა უკვე დადასტურებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობიდან დღეს გადადგა. ჯერ -ჯერობით უცნობია ვის დაუპირისპირებს მმართველ გუნდს “ნაციონალური მოძრაობა.” “ევროპული საქართველოს” ბათუმის მერობის კანდიდატი კი ჩვენი ინფორმაციით პეტრე ზამბახიძე იქნება. ვრცლად გიამბობთ მთავარში 9-ზე. 

11-12 მარტის საქმის ერთადერთი ბრალდებული რომელიც წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და არც საპროცესო შეთანხმებას აწერს ხელს. ლაშა დეკანაძე უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის ქვეშ მყოფი აქციაზე ღამის გარკვეულ მონაკვეთში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა მას მონაწილეობა აქციაში და პოლიციაზე თავდასხმაში არ მიუღია. ცალკე გამოყოფილი საქმის პირველი სასამართლო სხდომის შესახებ თამუნა გაზდელიანი მოგვიყვება. 

მუსლიმი მრევლი ყურბან ბაირამს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცვა ყველა მეჩეთში ჩატარდა. მუსლიმები ბათუმში, კვლავ ახალი სალოცავის მშენებლობას ითხოვენ. რა პასუხი აქვს მთავრობას? ემზარ დიასამიძე მოგვიყვება დეტალებს. 

“ბათუმობა 2017” ხვალ გაიხსნება – სახალხო დღესასწაულის ღონისძიებების ბოლო ტექნიკური დეტალები ამ წუთებშიც ზუსტდება. გამოფენები, მსვლელობა, ინსტალაციები, კონცერტები და სიურპრიზები – ბექა რომანაძე მოგვიყვება პირდაპირ ეთერში რა ღონისძიებები გაიმართება ხვალ მემედ აბაშიძის გამზირზე. 

ეს ამბები, ასევე, რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზი და სპორტი ნახეთ მთავარში 9-ზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი