სახალხო დამცველი რეკომენდაცია

01 სექტემბერი 2017, 00:00 3020 ნახვა

სახალხო დამცველი: „საჯარო სკოლებში მძიმე ავარიული მდგომარეობაა და რამდენიმე ათასი ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხეშია“. სახალხო დამცველის განცხადებით, საჯარო სკოლებში მძიმე ავარიული მდგომარეობაა და რამდენიმე ათასი ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხეშია. ომბუცმენის აპარატმა რეკომენდაციით როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისე მთავრობას მიმართა.

„არაერთი სკოლაა ავარიულ მდგომარეობაში, ამაზე ის ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროსგან მივიღეთ. ქვეყნის მასშტაბით 189 საჯარო სკოლა პრობლემურია. თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულება ცალკეულ სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოს საჭიროებს. მსგავს პირობებში 42 394 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის არის აჭარის მონაცემებიც“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი