გუშინ გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად სოფელ ზედა მახოში 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.  საცხოვრებელი სახლი ხის  იყო, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ნაგებობა მთლიანად დაიწვა.  
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 5 ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე  187-ე მუხლით აღიძრა, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი  ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            