ქარიშხალ ჰარვის კოშმარი, რეალობად იქცა მილიონობით ამერიკელისთვის

31 აგვისტო 2017, 00:00 3743 ნახვა

სტიქია, რომელმაც  ღამის  კოშმარი  რეალობად  აქცია, მილიონობით ადამიანისათვის ყველაზე საშინელი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქარიშხალი ,,ჰარვი“, რომელიც ბოლო დღეებში მძვინვარებს, ჯერ კიდევ იწვევს ძლიერ ნალექს, მიუხედავად იმისა, რომ ქარის სიჩქარე შედარებით შესუსტდა. (ქარის სიჩქარე  აქტიურ ფაზაში  215 კმ/სთ-ს (60 მ/წმ) აღემატებოდა). 

ყველაზე დიდი ზარალი ჰიუსტონს მიადგა, რომელიც ტეხასის შტატის უდიდესი ქალაქია და მეოთხეა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ შტატებში.

პირველადი დახმარებით ჰიუსტონში 6000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა,  ხოლო მაღალი წყლიანობის გამო ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ საკუთარი სახლის სახურავზე ელოდება დახმარებას. არის მსხვერპლი, რომელთა რაოდენობაც ჯერჯერობით დაუდგენელია.

სახელმწიფო მეტეოროლოგიური ცენტრის დასკვნაში ნათქვამია, რომ ,,არსებული წყლის სიმაღლე რეკორდულია, რაც კი ჰიუსტონში აქვთ აღწერილი“.

წყარო - The weather channel - weather.com

Weather.gov- national weather service -nacional oceanic and atmospheric administracion

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი