საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. აჭარის 6 საოლქო საარჩევნო კომისიას განაცხადით სულ 2 ათას 974 პირმა მიმართა. აქედან ყველაზე მეტი - 886 განაცხადი ბათუმის 79- ე ოლქში შევიდა, სადაც 612 ადგილია ვაკანტური.
ქობულეთის 81-ე ოლქში ვაკანტური სულ 390 ადგილია, კომისიის წევრობის მსურველი კი 669. 349 განაცხადი შევიდა ხელვაჩაურის 83-ე ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიებში კი თავისუფალი ადგილების რაოდენობა 276-ა.
რაც შეეხება ქედის მე-80 ოლქს, განაცხადი შეიტანა 267-მა პირმა, ვაკანტური კი 186 ადგილია. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 399 მსურველია შუახევში, 82 - ე ოლქის უბნებში კი 294 ვაკანტური ადგილია. ხულოს 84 -ე ოლქს, სადაც 324 ადგილია თავისუფალი, განაცხადით 404-მა დასაქმების მსურველმა მიმართა.
საუბნო საარჩევნო კომისიის 6-6 წევრს საოლქო საარჩევნო კომისიები, 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით შეარჩევენ. ამბობენ, რომ ყურადღება მიექცევა გამოცდილებას. აჭარაში სულ 347 უბანი გაიხსნება, ასევე ერთი სპეც-უბანი სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.