ბორჯომის ხეობაში ცოცხალი ძალა რჩება

28 აგვისტო 2017, 00:00 2088 ნახვა
00:00
00:00

ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბი მუშაობას განაგრძობს.  უწყებებს 700 კაცამდე ცოცხალი ძალა ჰყავს მობილიზებული. გიორგი მღებრიშვილმა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეხმარებოდნენ. ხეობა აზერბაიჯანის და სომხეთის სამაშველო ჯგუფებმა უკვე დატოვეს. სტიქიის ზონას, დღეს სავარაუდოდ დატოვებენ მაშველები ბელარუსიდან და თურქეთიდან, რაც შეეხება სოფელ დაბასთან არსებულ საგანგებო შტაბს, ის კვლავ განაგრძობს მუშაობას და ადგილზე რჩებიან ქართველი მეხანძრე - მაშველები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი