ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა. ჩვენი ინფორმაციით ვერტმფრენი წყალში რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა.დაშავებულია სამი ადამიანი. მედიკოსების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციიით, დაშავებულები ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაჰყავთ.ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო ბრიგადები. ვითარებას შსს მინისტრი ეცნობა.
გამოძიება დაიწყო 275-ე მუხლის პირველი ნაწილით,რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.