კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” რუსთავის 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. კოალიციაში ამბობენ, რომ სასამართლოსმიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება იმოქმედებს როგორც მედიაზე, ასევე საარჩევნო გარემოზე. მედია კოალიცია მოუწოდებს სასამართლოს, რუსთავის 2-ის საქმის განხილვა სამართლიან პირობებში უზრუნველყოს.