დაზიანებული ევკალიპტებისგან მოსალოდნელი საფრთხე ხელვაჩაურში

24 აგვისტო 2017, 00:00 3967 ნახვა

ხელვაჩაურის გზაზე დღეს ევკალიპტი წაიქცა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ორი ავტომობილი. ხე ფესვთან ერთადაა მოგლეჯილი, რასაც ადგილობრივები ბოლო დღეების ამინდს, წვიმასა და ქარს უკავშირებენ. ამ გზაზე ათობით ევკალიპტია.

მერიის გამწვანების სამსახურში ამბობენ, რომ იციან ამორტიზებული სხვა ხეების შესახებაც, თუმცა მოჭრისთვის საჭირო თანხა და ადამიანური რესურსი არ აქვთ. ხომ არ არის სხვა ხეების წაქცევის საფრთხე? რას ამბობენ სპეციალისტები? 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში