იპოთეკით დაზარალებულების აქცია

10 ივნისი 2016, 00:00 4534 ნახვა

იპოთეკით დაზარალებულები დახმარებას ისევ ითხოვენ. ისინი აჭარის მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების მიღების მოთხოვნით იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების სია აჭარის მთავრობას უკვე გადაეგზავნა, თუმცა როგორც ირკვევა მათი შესწავლა დასრულებული ამ დრომდე არ არის. საკითხის გაჭიანურების გამო დაზარალებულებმა დღეს აქცია გამართეს. მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა. არჩილ ხაბაძის განცხადებით, საკითხს სპეციალური კომისია ბანკების წარმომადგენლებთან ერთად სწავლობს და უახლოეს მომავალში დადგინდება ვინ მიიღებს დამატებით სესხს.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში