ხანძარი იყო ლაგოდეხში.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი აეროპორტის ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი ჰექტარის ფართობზე, ხმელ ბალახებს გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე