დაბა ბაკურიანს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, -ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა გააკეთა. ალექსანდრე ონოფრიშვილის თქმით, დიდველის საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და კურორტი ბაკურიანი ტურისტებს მასპინძლობს. ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტიც. ალექსანდრე ონოფრიშვილი დამსვენებლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ბაკურიანის ტყეში პიკნიკის დროს კოცონის დანთებისგან, რათა არ მოხდეს ხანძრის კერების გაჩენა.