დღეს ფერისცვალებაა

19 აგვისტო 2017, 00:00 3272 ნახვა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია უდიდეს ათ თორმეტ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს, ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ საზეიმო ლიტურგია ღამის თემით ახალშენში ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღავლინა.

სახარების მიხედვით დღევანდელ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეების: პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თაბორის მთაზე ფერი იცვალა, რომლის დროსაც მის გვერდით ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები მოსე და ელია იდგნენ. ისინი მაცხოვართან იმ ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ რაც მას იერუსალიმში ელოდა. დღესასწაული მარიამობის მარხვას ემთხვევა და იგი თევზით ხსნილია. ფერისცვალობას იკურთხება ყველა სახეობის ხილი განსაკუთრებით კი ყურძენი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი