ქალი, რომელსაც ბათუმში, თამარის დასახლებაში მატარებელი დაეჯახა დღეს დილით გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 5 დღის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. ის კლინიკაში თავის მძიმე ტრავმით შეიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სატელევიზიო კომენტარი სამედიცინო დაწესებულებაში არ გააკეთეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტეს შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს.