აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

19 აგვისტო 2017, 00:00 7579 ნახვა

ბათუმში თხევადი გაზის სადგურზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 28 წლის ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით დაშავებული გუშინ მძიმე მდგომარეობით, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.  დაშავებულს სხეულის 90%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა. დამწვრობის ცენტრში ამბობენ, რომ დამწვრობა სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო, რის გამო პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე თხევადი გაზი აფეთქდა. დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი, ორი კი ნაწილობრივ დაიწვა. შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირი დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი