შესაძლებელია ქალაქში უნებართვო გაზგასამართი სადგურები კიდევ ფუნქციონირებს და სახელმწიფომ ამის შესახებ არ იცის – მსგავსი განცხადებები გუშინ არაერთხელ გაისმა. ასეთის პოვნა დღეს ჩვენ გადამღებ ჯგუფს არ გაჭირვებია.
მეპატრონეს ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია, გადამოწმება საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში ვცადეთ, თუმცა აქ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ ავზების შემოწმება ევალება. ობიექტების ექსპლუატაციასა და უსაფრთხოებაზე კი ქალაქის მერია პასუხისმგებლობას არ იღებს.