თომას ჰამარბერგი აფხაზეთში ჩავა

09 ივნისი 2016, 00:00 3800 ნახვა

თომას ჰამარბერგი აფხაზეთში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად ჩავა. ამის შესახებ პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თომას ჰამარბერგი ხვალ აფხაზეთის რეგიონში მიემგზავრება, რათა ადგილზე გაეცნოს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დამნაშავის დაუყოვნებლივ დაპატიმრების აუცილებლობას. თომას ჰამარბერგი საკუთარი მანდატის ფარგლებში, აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთხელ, შემოდგომაზე დაბრუნდება.

ამავე კატეგორიაში