ქობულეთში სახალხო დღესასწაული „ციხისძირობა“ გაიმართა. მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და წევრები დაესწრნენ. გაიმართა საზეიმო კონცერტი და ხალხური რეწვის ოსტატების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სოფლის განვითარებისთვის შეტანილი წვლილისათვის რამდენიმე პიროვნება დააჯილდოვეს. ასევე გამოავლინეს ლიტერატურულ კონკურს „პეტრას ღიმილისა“ და ციხისძირის ლოგოს შექმნისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები.