პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

08 აგვისტო 2017, 00:00 2063 ნახვა

ვლადიმერ პუტინი დე-ფაქტო აფხაზეთში ჩავიდა. ,,სპუტნიკ-აბხაზიას" ცნობით, რუსეთის პირველი პირი ბიჭვინთაში თვითაღიარებული რესპუბლიკის პირველ პირს პირისპირ ხვდება. მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები პრესისთვის  ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

აუდიენციის ფარგლებში ე.წ. შეთანხმების გაფორმება იგეგმება, რომელიც დაზღვევის სფეროში თანანშრომლობას ითვალისწინებს. ე.წ. ხელშეკრულება აფხაზეთში მუდმივი ბინადრობის მქონე რუსეთის მოქალაქეებს ფედერაციაში სამედიცინო დაზღვევის მიღების ნებას აძლევს. არაღიარებული რესპუბლიკისა და რუსეთის ლიდერები სხვა სფეროებში თანამშრომლობაზეც იმსჯელებენ.

ბოლოს ვლადიმერ პუტინი დე ფაქტო აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა და ალექსანდრ ანქვაბთან ე.წ. თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პუტინის ამჟამინდელი ვიზიტი 2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავს უკავშირდება. მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში პუტინი დე ფაქტო რეგიონის ე.წ. მთავრობის წევრებსაც შეხვდება. 

ამავე კატეგორიაში