დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა

04 აგვისტო 2017, 00:00 2085 ნახვა

ბრალდებულ გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა. ეს სასამართლოს წინაშე დეკანოზის პირველი ჩვენება იყო. დასრულდა დაცვის და ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაც. მომდევნო სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვან. ადვოკატების ინფორმაციით ბრალდებულმა ისაუბრა წარსულზე და იმ აუდიო - ვიდეო მასალებზე რაც მტკიცებულებად აქვს წარმოდგენილი პროკურატურას.

ასევე, დეკანოზმა დაკავების დღე გაიხსენა და თქვა რომ იგი არა ოქმში მითითებულმა ორმა გამომძიებელმა არამედ 5-მა პირმა გაიტაცა და მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. საქმის პროკურორები დეკანოზის დღევანდელ პასუხებს არ ენდობიან, ამბობენ, რომ ბრალდებულმა ჩვენება შეცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი