ხვალ Black Sea Arena - ზე ქართული ხმების საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტზე ანსამბლის 30 წლიან ისტორიას გააცოცხლებენ.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნატო მეტონიძე, დათო ევგენიძე, “თბილის ბიგ ბენდი”, გურიის შვიდკაცა. კონცერტის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია. დღეს მონაწილეებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს. კონცერტი პროექტ “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში Black Sea Arena - ა ორგანიზებით ტარდება.