საკონსტიტუციო სასამართლოში საზაფხულო სკოლა დასრულდა

03 აგვისტო 2017, 00:00 1984 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს ტრადიცული საზაფხულო სკოლა დასრულდა. 27 მსმენელს სერტიფიკატები გადაეცათ. ისინი უმაღლესის სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის  სტუდენტები არიან. ამის გარდა კონკურსით გამოვლენილ და იმიტირებული სასამართლო პროცესის საუკეთესო მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები მოსამართლის ჩაქუჩი გადაეცათ.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს საკონსტიტუციო სასამართლოში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შანსი მიეცემათ. საზაფხულო სკოლა 24 ივლისს გაიხსნა, რომლის  ფარგლებში ჩატარდა ლექციები, რომელსაც ქართველი და უცხოელი ლექტორები უძღვებოდნენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი