ვლადიმერ პუტინი დე-ფაქტო აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს

02 აგვისტო 2017, 00:00 2188 ნახვა

ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტი დე-ფაქტო რეგიონში ჩასვლას 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, სამხედრო კონფლიქტის დაწყების წლისთავზე აპირებს. 

კრემლის ინფორმაციით, ვიზიტის ვადები დიპლომატიური კონტაქტების დონეზე წყდება. პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პირველი პირი დე-ფაქტო აფხაზეთს სავარაუდოდ 8 აგვისტოს ეწვევა. მოკლევადიანი ვიზიტის დღის წესრიგში, პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებებია დაგეგმილი. ცხინვალში 5 დღიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 
ვლადიმერ პუტინი დე-ფაქტო აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი