ამერიკულ კომპანიასა და ანაკლიის პორტის ადმინისტრაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

01 აგვისტო 2017, 00:00 2877 ნახვა

 მსხვილი ამერიკული კომპანია “ეს-ეს-ეი-მარინი”  ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება - შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.''კონტი ჯგუფის'' შემდეგ “ეს-ეს-ეი-მარინი”  მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. მას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცემა. 

რაც შეეხება ღრმაწყლოვან პორტს, ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. იგი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი