“ღირსეული პარტნიორი 2017”

30 ივლისი 2017, 00:00 3056 ნახვა

„ღირსეული პარტნიორი 2017“-მრავალეროვანი სწავლება ოფიციალურად გაიხსნა. იგი საქართველოში წელს მესამედ ტარდება და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა და 2 ათას 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. სწავლების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა მიმართეს.

გიორგი მარგველაშვილმა მრავალეროვნული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მასში მონაწილე სამხედროებს მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაზე და სწავლებაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი