სააკაშვილი პოროშენკოს მთავრობას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს

29 ივლისი 2017, 00:00 2323 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს მთავრობას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. „უკრაინისკაია პრავდასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სააკაშვილი ამბობს, რომ რომ უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრებს. კითხვაზე, თუ სად აპირებს ცხოვრებას, სააკაშვილმა ხუმრობით აღნიშნა, რომ იგი მზადაა ბორისპოლის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვროს, რომელიც ცოტა ხნის წინ გაარემონტეს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახური კი ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვებას არ აპირებს. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის ინტერვიუს ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა აქვეყნებს.  მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. მიზეზებზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და მას ვერ გაასაჯაროებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი