პრობლემები თხილის ბიზნესში

28 ივლისი 2017, 00:00 5096 ნახვა

რამდენად სამართლიანად გაუტყდა სახელი ქართულ თხილს საერთაშორისო ბაზარზე? აჭარის ლაბორატორიაში წელს პირველად შევიდნენ მეწარმეები, რომლებიც თხილს აფლატოქსინზე, ანუ მავნე ნივთიერების მაღალ შემცველობაზე ამოწმებენ. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოქსინების გამო, შარშან ევროპის ბაზრიდან 10-ზე მეტჯერ ქართული თხილი უკან დაბრუნდა.

ფერმერები კი ამბობენ, რომ თხილს არათუ საზღვრებს გარეთ, არამედ საქართველოშიც აღარ იბარებენ. აფლაქსინის მაღალ შემცველობას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პარალელურად თხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი ჯუზეპე კალკანი ამბობს, რომ ქართული თხილის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი