საშტორმო მდგომარეობა და ძლიერი ქარი

28 ივლისი 2017, 00:00 3465 ნახვა

ძლიერმა ქარმა  ქობულეთში აღმაშენებლის  ქუჩაზე  ფიჭვის ხე მოგლიჯა. ამის გამო, საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე წუთით ცალმხრივად შეფერხდა. ხის წაქცევის გამო, დაზიანებულია რამდენიმე ნარგავი. გამწვანების სამსახურის ინფორმაციით,  ფიჭვის ხე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა. ძლიერი ქარია მოსალოდნელი ბათუმში, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი  შტორმი. 

დღეს ზღვაში ბანაობა აკრძალულია, სანაპიროზე წითელი ალმები სამაშველო  სამსახურმა უკვე აღმართა. მაშველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. გაფრთხილება  მათ სანაპიროზე დილიდან დაიწყეს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღის განმავლობაში  აჭარაში შენარჩუნდება უნალექო ამინდი. მოიმატებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი, ზოგან 17-22 მეტრი წამში. მეტეოროლოგების განცხადებით, ღამით ტემპერატურა დაიწევს, ასევე მოსალოდნელია  წვიმა, ზოგან ძლიერი. ნალექიანი ამინდი იქნება ხვალ, დროგამოშვებით ელჭექით

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი